↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აშორდია

გაფრინდაშვილი ვალერიან

2026-07-181 წთ საკითხავი6432 ნახვა

—
კალიოსტროს ლანდს შესთავაზა მან პაემანი.წინაპრის ლანდით არის ახლა იგი ბურვილი.მეფურ სიუხვით ათავადა ყველა მსურველი.თვითონ ფრთიანი, უხილავი, როგორც დემონი.
ბევრ ამაყ სიზმრებს დააწაფა თვალთა თვლემანი.ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების შექმნა ურვილი.ხალხის წინაშე ჯადოსნობით კვლავ აღჭურვილი,დროს კარჩაკეტილს და შმაგ სივრცეს არ დაემონა.
ასხვანაირებს სილამაზეს, როგორც მგოსანი.თვალში მონოკლით ავაზაკობს _ ცბიერი მარადდა ყალბ სიგელებს აქანდაკებს შეუდარებლად.
ხან მეომარი, ხან მოხელე, ხან ჩოხოსანი,ხანდისხან ლორდი _ ის იგონებს საოცარ გრიმებსდა ამ ლექსს, ალბად, ნიღაბის ქვეშ ის გაუღიმებს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი