↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გასეირნება ტაშისკარში

გაფრინდაშვილი ვალერიან

2009-05-131 წთ საკითხავი2876 ნახვა

—
ჩვენ არ გვხლებია ზანგი პატარადა არ გვჭერია ფინია ხელში,ტყემ ბილიკები შემოგვატარადა ყველგან იყო ალვის ხე ელჩი.
რა ლამაზია ტყეში საყდარი,და საფლავები ხავსით მოცული,ნაძვი-სიჩუმის ბაირახტარი,და გრილი წყარო მთით ჩამოსული.
რა ლამაზია ურმის გზა ტყეში,ფეხქვეშ ფოთლების რბილი ფენები,მე არ მინახავს, ვფიცავ, ჩემს დღეშიასეთი არე დასასვენები.
წაბლის ხეები, როგორც კარავი,შემოგვესალმნენ დინჯი შრიალით.აქ არის ჩვენი თავსაფარავი,კმარა ამაო, ცრუ ხეტიალი.
1938 წ.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი