პოეზია · ლირიკა
არავის ერჩის
ის ბოგანოა, ხვალ შემოივლისდა გამაგონებს მწუხარ არიას,იმის ღიმილი _ დილა ზაფხულისქუჩების ვნებით გადამწვრია.
ხშირ სიარულით თითქოს ჟინს იკლავს,უკრავს და სადღაც გაიყურება!ვერ მიუხვდები: მთებმა მოხიბლეს,თუ ლაჟვარდების უცნაურობამ!!!
ყველას გაურბის, უყვარს სიმშვიდე,თითქმის თვალები მიწას დაადნო,იმან არ იცის სევდა შიმშილით,ის ყინულია, ცივი უდაბნო.
ის ხან ღამეებს უთევს ქარიშხალს,თუმცა მინდვრები “ძილისგულს” სთხოვენ,ის ხანა ანთია მაშხალასავითდა ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.
და აგონდება: ის სოფლის ლხინი,სადაც უყვარდა ტანწვრილი გოგო,უყვარდა: იმის მორცხვი ღიმილიდა მერე როგორ! ოჰ მერე როგორ!..