პოეზია · ლირიკა
ამინდები
გაუხარელი დღეები არი,გაუხარელი ამინდები სდგას.ბავშვი – ობოლი, თოთო, საწყალი,გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.
ქუჩებში ჭოჭი, ფანჯრებზე ჟინჟღლი,ზევით ღრუბელი, ძირს ნოემბერი,ხევის სიყვითლე, შარა დაღლილი,მონასტრის ზღურბლთან შეშლილი ბერი.
გაუხარელი ამინდებია.წვიმები ბუხარს ისევ აქრობენ.წისქვილთან ბევრი საფქვავებიადა სოფლად ჩუმად ლაპარაკობენ.