↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვისაც სიყვარული შეუძლია

კახიძე მედეა

2026-07-181 წთ საკითხავი2365 ნახვა

—
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,ვისაც არასოდეს გაუმართლდა,მაინც სიხარული შეუძლია.ვისაც იმედები პურად ყოფნის,ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,ვისაც,სიყვარულით უარყოფილს,სხვისი სიყვარული შეუძლია.იმ ქალს,იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,ვისი სიმღერებიც მწუხარია,ვისაც სიხარული გაუავდრდა,სხვისი გაღიმება უხარია!ვისაც შეუძლია ატირება,მზით და სიკეთით ძლეულია,დიდი შეცოდების პატიებავისაც დიდსულოვნად შეუძლია!ვისაც უხარია ყველაფერი -ტყეებია თუ ველებია,ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებსვერა და ვერაფრით შელევია!ვისაც არასოდეს გაუვარდდა,მაინც იმედებით გრძნეულია,ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,ვისაც სიყვარული შეუძლია!
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი