↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე როცა ვაღმერთებ ვისმე

კახიძე მედეა

2013-05-121 წთ საკითხავი2366 ნახვა

—
მე როცა ვაღმერთებ ვისმე,ვარ ბედნიერი და ხალასი;მიწიდან უენო ბალახისხმამაღალ ლაპარაკს ვისმენ,შევცინი ცასა და ქვეყანას,მე როცა ვაღმერთებ ვისმე.მე როცა ვუყვარვარ ვისმე,ვმაღლდები, ვით ცაში სამრეკლო;მსურს ცისკრის ზარებად დამრეკონ,ვიცინი ისევ და ისევ.ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს,მე როცა ვუყვარვარ ვისმე.მე თავი მგონია მაშინყველა ტკივილების მომრევი,ვარ დიდი სიმღერის მორევი,ვარ ენატიკტიკა ბავშვიდა ყველა ლამაზი სიმღერამე ჩემი მგონია მაშინ.
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი