↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კორიდა

კახიძე მედეა

2016-06-121 წთ საკითხავი2366 ნახვა

—
ტკივილი მინგრევს გულის ფიცარს,გიცან, ჩემი ზღაპრის გმირი გიცან;მაგრამ უმწეო და ხელშიშველი,შენ მე ვეღარაფერს ვერ გიშველი;საფიც, სალაღობოდ გაჩენილო,არ მსურს დავიჯერო დანახული;ჩემო დამაშვრალო მარჩენალო,კვდები კაცის ხელით დალახვრული;გულში განუკურნელ დარდად ჩამრჩი,ბოღმამ ერთიანად გამომცალა;რისთვის გამოგწირეს დასადაშნად,თავი ვერ გავართვი გამოცანას;რატომ გაგიმეტეს სასიკვდილოდ,ასე მიმნდობი და უწყინარი;მინდა ვითავცემო და ვიკივლო,გიგლოვო საყვარელი, უტყვი ხარი;როცა ჩემს ზღაპარში მოხვალ კვლავაც,არვის დაგანებებ მოსაკლავად;სიბერე მიწეულს გიპატრონებ,გიბოძებ ბალახიან მისადგომებს;ვეღარ მოგაკარონ დაშნა, შუბი,კოცნით დაგიფარო წმინდა შუბლი;ბელტი-ბელტს აბრუნო შემართებით,რქებზე დაგიმაგრო კელაპტრები;საცირკედ აღარ გახდე ამაგდარი,ჩემი მარჩენალი ლაბა ხარი!
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი