↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაგრამ არ იცის წყარომ

კახიძე მედეა

2016-06-121 წთ საკითხავი2361 ნახვა

—
წყარო ჟღურტულებს კლდეში,მაგრამ, არ იცის წყარომ,ვინ იკლავს წყურვილს პეშვით,ვის არწყულებს და სწყალობს.გვრიტის ხმა ისმის მჟღერი,ჟრჟოლას გვრის ირგვლივ მთა-ტყეს,განა იმიტომ მღერის,მისი გალობით დავტკბეთ.ჯიხვთა რქის ცემა ისმის,ტორტმანებს ტანი მკვრივი,იბრძვიან არა მისთვის,გვაყურებინონ კრივი.ჩვენ მიწა სტომაქს გვიძღობს,ის კი გვზრდის თავის საზრდოდ,მიწა გვთავაზობს ნაყოფს,სესხად და არა საძღვნოდ.მაინც ტოლს ეძებს ტოლი,წყვილს უწყვილდება წყვილი,და ჩვენს თავზემოთ ქორიგულისწამღებად წივის!
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი