↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბები

კახიძე მედეა

2026-07-181 წთ საკითხავი2374 ნახვა

—
წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი,როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე,ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი,გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.თითქოს ისევ ძველებურად, ჩემო ბები,მივჯდომივართ მოღუღუნე ბუხარს,ხარ ურთხმელის ნაკვერჩხლების ცქერით ვტკბები,ხან შვლის ნუკრის უბედობას ვწუხვარ.ნაბზარები შეპარვია ფანჯრის მინებს,თაროები თაგვებს გამოუხრავთ.გარეთ ქარი ავზნინანად დასისინებს,ჩანაცრებას ემუქრება ბუხარს.თბილ ბუხართან მთვლემარება გეპარება,გავიწყდება ოქროსთმება დალი,მუგუზლებში იფანტება ნება-ნებანაკვერჩხლებზე ჩამოშლილი ნავლი.გარეთ ქარმა მიატოვა ხეტიალი,ნედლი შეშა არ ათავებს შიშინს,დამეძინა, ქარი ჩადგა ეგ ტიალი,დაგმანულ კარს თვალს მივაპყრობ შიშით.დაკარგული ხმები შენი იავნანის,დღესაც ჩუმი სიხარულით მახრჩობს,რა ვიცოდი, იმ ზღაპრების სინარნარეგამყვებოდა დღემდე წლების სარჩოდ.ის წუთები არასოდეს განქარდება,სად ვიპოვი შენი გულის ბადალს,მე ბავშვობა შენს კალთაში დამრჩა, ბები,დღეის შემდეგ სად ვეძებო, სადა!
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი