პოეზია · ლირიკა
საგალობელი დედებს
დიდება დედას,ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,ვინც უსახელოდ დაბადებულსთითო ბავშვს უძლურსსამშობლოს უზრდისრუსთაველად,ვაჟად,ილიად!
მე ვლოცავ იმ ქალს,ვინც არ იცის,რა არის შიში,ვისი თვალებითგვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,მარჯვენა მისცააღემართა სვეტიცხოველი!
დიდება დედებს,ვინც ცრემლებითმიწა აავსო,ძუძუ აწოვამკლავდაკუნთულ სამას არაგველს,მადლობას ვუხდიდიდ წინაპრებს,შვილი სამასისამშობლო მიწისჭრილობებს რომ წამლად დაადეს.
მადლი იმ დედებს,უკვდავება ვინც გაინაღდა,ვისი სახელიცხალხის გულშიჩუმად სანთელობს,დიდება იმ ქალს,ვინც რწმენისთვისდაწვეს ჩირაღდნად,ვისაც საფლავშიდღესაც სცივა უსაქართველოდ.
მე ვლოცავ დედებს,ვინც ელოდნენდილას ხვალინდელს,ვინც შვილის საფლავსუცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,ჩუმად იცრემლეს,ამ ქვეყნიდანჩუმად წავიდნენ,ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!
დაიზრდებიან კვლავაც ალგეთსლომის ბოკვრები,და თუ მოგვიხმობსსაქართველოს მიწა ბებერი,სამშობლო მიწისდასახსნელად ისე მოვკვდებით,ქართველი დედის სიამაყესროგორც შეჰფერის!