პოეზია · ლირიკა
კედელი
მითხარი, დატოვე რამე ნიშანი,რომ გიცნო, როცამეორედ დავიბადები,შენ, ჩემო თავო, პირადად,რომ გიცნო, რომ ვიცოდე,რომ ეს მე ვიყავი.გაჩხაპნე რამე კედელზე,წიგნის მინდორს მიაწერეერთი სიტყვა \"დათო\"და მე გავიგებ, აი, ესმე ვყოფილვარ და მერესხვებსაც ადვილად ვიპოვნი,ყველას, ვინც მიყვარდა დავინც მძულდა.მატარებლის ხმა აღწევსფანჯრიდან, ვიცი, ასეთსწრაფ მოვლენებში ვერაფერსდატოვებ, მაგრამ რამეზენიშნის დატოვება ხომშეიძლება?ნუთუ არ შეიძლება, ვიცნოეს კალამი მაინც დათუ ამას ვერ ვიცნობ,შენმა ნაჩუქარმა ყვავილმამაინც მანიშნოს, მომახედოს შენკენ.