პოეზია · ლირიკა
* * * გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს
გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს,ის უცნაურად მშვიდია. ვიღაც ღრიალებს,ყვირის. ბავშვიც ყვირის უფრო მოშორებით,მუხლი გადაიყვლიფა. კაცები ჭამენცხვრის ხორცს, პურს აწობენ წვენში,აქ კი ადამიანს აუპატიურებენ,იქვე კარადაზე დევსპორნოგრაფიული ჟურნალი,და წეროს სურათი, ფერადი, კედელზე.გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს,კაცი დაჭრილივით ღრიალებს,ვიღაცას ეშინია სიკვდილის,და ეს შიში მზის სხივებშიგადახლართულა და არც ისე ულამაზოა.