↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სოფლის სახლი, სპეციპიკური ნესტის სუნით

ჩიხლაძე დავით

2010-08-121 წთ საკითხავი2317 ნახვა

—
სოფლის სახლი, სპეციფიკური ნესტის სუნით,გაყვითლებული გაზეთებით დაფოტოსურათით ცენტრალურ კედელზე.სისხლიანი დანა სამზარეულოს ეკუთვნოდა,ამით ეს ლამაზი ქალი ჭრიდა პურს, როცასტუმარი ჰყავდა,მაშინ მაგიდას გადააფარებდა, ისე კუთხეში იყოამომწვარი ლაქა ჩაიდნის. ფანჯარასთან მდგარიყვავილი ზუსტად ასეთი სისხლისფერია.ყვავილს წვიმა არასოდეს შეხებია,ამ ქალს კი კაცის ხელი,კაცის სუნთქვა. მას, თავისი ოთახისსიმყუდროვეში შეეხო დანა, სისხლიგაიშალა როგორც ყვავილი,მტვერი აღელდა ფარდებზე, გაზეთიდარჩა უფრო მარტო,როგორც არასდროს.

ჩიხლაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი