↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნინოს

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3425 ნახვა

—
დღეს ხომ იუბილარი ხარ,სავსე და წესით-ყველაფრით ბედნიერი...ხუთგზის დედა, პოეტის მეუღლე და მოძღვრის ფოფოდია.დანამული ზამბახების დედოფალოადა ათენას და აფროდიტეს შთაგონების წყარო...ათასი თეთრად გათენებული ღამეების უძილო სიზმარი,ბევრჯერ დაფიქრება და შორეული სიახლოვე,უსათაურო ტკივილი, აღელვებული ზღვისფერი თვალების დასეტყვილი მწუხარება.ყველა ოცნებაახდენილი და სადღაც,ჩამოყრილ აპრილთან ახლოს იდუმალად უბედური...ამ მძიმე ჯვრის მატარებელი ხომ შენ ხარ,უამრავი სისუსტეებით ძლიერი,მამადავითზე ანთებული სანთლის გამონაშუქიდა ორთაჭალის ბაღებში გიორგობისთვის მთვარის ნათელი,სულში ჩაღვრილი...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი