↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე ის ვარ შენ რომ გაცვია"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3732 ნახვა

—
მე ის ვარ შენ რომ გაცვია,შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე,ბაგიდან ღიმილს მაცლიან,მერე კი დავიწუწუნე.შენ ის ხარ მე რომ დაგარქვი,ზღვა მონატრების ნაპირი,მე ის ვარ შენ რომ წამართვი,წელმოწყვეტილი აპრილი.ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი,მთვარეს ვირგებდი მანტიად,მე ის ვარ შენ რომ გივლიდი,ღამე ლურჯად რომ ათია.შენ ის ხარ, ის ხარ, ისა ხარ,გზაში ხურდად რომ დამყარე,მხოლოდ იმიტომ მიყვრხარ,ჩემთან სიძულვილს ვამყარებ.ის ვარ, ვინც არსად არ არის,და აღარავინ ვირწმუნე,შენ დაეძებდი არავის,და ცოტაც დაიწუწუნე...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი