პოეზია · ლირიკა
*** "ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები"
ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები,მითხარი, ფიქრები ასე რამ არია,დანებდი, მერწმუნე ვერაფერს გახდები,უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.და მახსოვს იმ ღამის ფერადი სიზმრები,და ცისფერ ტაძარში შენდობის ზარია,ათასჯერ, და მაინც ვერაფერს მიხვდებიუბრალოდ ასეთი თავნება ქარია.