↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორშაბათი საღამო

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3246 ნახვა

—
არც რა უფსკრულთა თავსა ბნელის შიში არსებობს,წყალთა დაშრობაც ხმელსა ზედა – არც რა ერთიან...ვწევარ დაღლილი სვრელის თავში და ჩემს გარშემობინდში თანდათან შემავალი იმერეთია.
რა, რა შევძელი დღეს ისეთი, სათქმელად ღირდეს,ჩემი წუხილით ვისთან ახლოს, ვისთან შორსა ვარ;თავს წამართმევდეს წუთიერი წათვლემა ვიდრე,მსურს, ერთხელ კიდევ გადავავლო თვალი ორშაბათს:
წარბთან მარჯვენა მიტანილმა გავხედე ამინდს,როცა ფრთოსნების ჟრიამული ტყიდან მოისმა;და განთიადი – მტრედისფერი და მჩატე ჟამი,ათქვირებული ნაყოფივით ცამ გამოისხა.
მომესალმა დილის ქარი...ფიფქების ჭორფლით,ქქარის სინაზის ავხსენ ქარაგმა;და საღამომდე, წვეთწვეთობით დაღვრილი ოფლით,ენის უთქმელად – გული ჩემი გელაპარაკა.
მიწყნარებული შეღამება კედლებს იშენებს,იგრძნო ბალახმაც ეს–ის არის ცვრების საყურე;ვიდრემდის ციდან შენის ნებით ხელს შემიშვებენ,ინებე ჩემი ერთგულება და მიმსახურე.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი