↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაცვალსახელების ჩრდილში

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3930 ნახვა

—
"ის" ყვება ამბავს, "ის" -- მესამე, ვდუმვარ და ვისმენ,(შენგან-- მეორე, ჩემთვის--ერთით შორი და უცხო),ხანგამოშვებით სევდა რამე ასხლტება სიმზედა დამითქორავს საყანეებს, დარჩენილს უწყლოდ.
ხომ ვიცი, ჩემი საწუხარი თავისად უჩანს,და ეფიცხება ჩემი ხელით დანთებულ კოცონს,ერთის მაგიერ სამი ლანდი უხდება ქუჩასთუ სამი კაცი ერთი კაცის ტკივილით ცოცხლობს.
იცვლება როლი, მერე "შენ"- იც დადგება ჯერილანდიდან ლანდში გაბიჯების ფარული ნიჭით,ერთდაიმავე საწუხარზე ვტირით და ვმღერით,და მშვენობს შენად, მე რომ ჩემად გამხელა მიჭირს.
ბოლოს, როდესაც დაღალული ვბრუნდები თავთან,(მაფრთხილებს გული, ამომჯდარი და მაჯის ფეთქვა),დავაწყობ სიტყვის ჩემი ნებით არეულ დავთარს,და ვიწყებ "მე"- თი მიტოვებულ საუბარს თქვენთან.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი