↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მჩატე მელანქოლია

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3243 ნახვა

—
აგერ ლაქაში, აგერ ლელია,ფშანს რომ მიჰყვება ვიწრო არშიად,შუქშიც შუქია, ფერშიც ფერია,თვალმა თუ შეძლო და გაარჩია.
ირგვლივ ბიბინა მწვანე მოლია,ლურჯი იების ცეცხლით გამთბარი,მიდიხარ, მჩატე მელანქოლიასტოვებს ნიავის მორცხვი ფართქალი.
როცა ტკივილი სახეს ღებულობსდა საუბარშიც ცდილობს ჩატევას,თუკი ვგებულობთ, ამ დროს ვგებულობთ,რა გვაკლდება და რა გვემატება.
პირჯვარს ისახავ, წარბმა განიშნა,ლოცვის გარეშე ახლა არც მე ვარ –არ ველოდები თუმცა ქარიშხალსდა მითუმეტეს – ქვეყნის დაქცევას.
ციდან წეროს ხმამ ჩამოიხედა –ზარმა დაიხსნა თავი მახიდან,ამ დროს ფოთოლმაც ყური გიხედნადა მოგესყრვა მაღლა ახედვა:
მაღლა მზეა და თეთრი ქაფია –ძმარში ჩამბალი თეთრი საფენი;ათიათასი ბგერით გაბიაგულზე გაბია ეს ყველაფერი.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი