პოეზია · ლირიკა
მოგონება: "მკვდრის მზე"
საღამო. სოფლის პატარა ღელე.ჩხრიალი ართობს ხავსიან ყურეს,და ტანზე იცვამს იმდაგვარ ფერებს,რომო უნებლიე რიდს იმსახურებს.
იტყვი – "ასკილი გამდნარა თალხშიდა ფერაფერას დარბევას ცდილობს"ამოიმშრალებს თვალს რიდით თავშლის:"ახლა "ისინი" თბებიან, შვილო."
დაეძებ მაგრამ არავინ არ ჩანს,არა და მოლზე თვალდათვალ ტირისშუქი და – ამ დროს იყივლებს ყანჩადა სოფლის თავზე გადგება ჩრდილი.
მერე ნარჩიტა დაფრთხება ნარზე,ძერაც უეცრად წააგდებს კისერს –მზრუნველი ხელი გახურავს თავზემშობელი დედის და ლოცვას ისმენ.