↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდვრის ხელწერა

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3934 ნახვა

—
უხმო ალერსით მათრობელი რთველობის თვეა,შემობზარულა მინანქარი,ბროლი,ბალახში;ჭაობებიდან ბოლო წერო მიდის და მიაქვსსითბო - საგზალი ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში.
ამჩატებულა სანახები ცის თავანებით,მზის ნატერფალზე სინანულმა გაიზარშინა;ნეტავი ეს დღე ვის დავანებო,და მეც წავიდე -წეროს წასვლამ რა მიმანიშნა?!
ელვის ნერვიულ ნათებიდან გამოიხატადამუნჯებული სინამდვილის თრთოლვა ფარული;რჩება მიწაზე გაუვალი ტევრი ნიღაბთაძმობა,ღალატი,სიძულვილი და სიყვარული...
და მეც აქა ვარ,ცა მახურია,აჟღერებული ხეივნების მჩატე სამოსით,ეს ერთგულება მხოლოდ შენი სამსახურიადა მოლოდინი- ერთხელ მაინც ფეხად ჩამოსვლის.
ჩვენ შორის ზოგჯერ -სიფრიფანაწვიმის მესერი,ზოგჯერ პირიქით - გაუვალი რამე წყვდიადი,სწორედ ასეთ დროს შემახსენებ მინდვრის ხელწერითთავს და ხელახლა ვინათლები ცის სიდიადით.
არის!- წამისად ამოხედვას შევიძლებ როცა,გამიმთავრისებ გაორებულ ფიქრებს დროებით;შენს მესენაკეს ბედმა ხელში კელაპტრად მომცაძილგატეხილი შემოდგომის საღამოები.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი