↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოუ, ნანა

ჩახავა ჯემალ

2001-07-121 წთ საკითხავი624 ნახვა

—
ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა,ამ ჰანგებმა სატრფოსათვის ვარდი მიმატანინა,მოსისხლესთვის ჭრილობები მევე მომაბანინა,ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა.შენი ხმები სადაც მტკივა, იქვე უნდა გავფინო,მაფშალიას მოტივებო, თქვანი გოლუაფირო.შენი ხმები, შორს რომ ვიყავ, იქიდანაც მესმოდადა უშენოდ ჩემი გული ჩონგურივით კვნესოდა.ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა,შენს ჰანგებთან მიმასვენა, არაფერი არ მინდა,ეი, ჯიმა, სიჭაბუკე რა უეცრად გაფრინდადა ტყის მაფა მეფერება ოდიშური ზღაპრიდან.მიყვარს ჩელა, ოჩეშხვეიც, ძაბრალეც და არირაც,მაგრამ ჩემთვის სულ სხვა არის, დილავოი ნანინა,ხობისწყალო, ჩხოუშიავ, ანაკლიის ნაპირო,უთქვენობით როგორ გავძლო, თქვანი გოლუაფირო.თქვენს კალთაში იბადება საოცარი ჰანგები,ალბათ ხელი ურევია ამ სიმღერებს განგების,თოლსინთელევ, ნეტავ შენთვის ფეხი დამაბანინა,ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა.

ჩახავა ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი