↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამის წერილი

ჩახავა ჯემალ

2001-07-121 წთ საკითხავი613 ნახვა

—
შემოდგომაა ახლა სოფლად დაკალთას იბერტყავს ეზო და კარი,კრეფა ხილისა ყველგან მოთავდა,მადლობა ღმერთს, რომ გვაღირსა ქარი.მე, მოხუც მამას, რა ამიყვანდაიმ ვაშლის ხეზე, შენ რომ დასტოვე,მოვხუცდი, შვილო, მეც დამიღამდა,სიძაბუნეს ვგრძნობ და სიმარტოვეს.ღვინო დავწურეთ, მაგრამ ქვევრებშიძველიც ბევრია, ახალს რა ვუყოთ?თუ გამახარებ ამ სიბერეში,იქნებ ეს ღვინო ვინმეს წაუღო.დედაშენი კი სულ მოტყდა, ბაბა,თუმც აღარ არის ახლაც მოცლილი.სანამ ჩვენ თვითონ გავითხრით საფლავს,არ უნდა გვნახო, შე დალოცვილო.

ჩახავა ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი