↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოწყენის ერთი დღე

ჩახავა ჯემალ

2001-07-121 წთ საკითხავი611 ნახვა

—
დღეს ასე მოხდა, ვარ მოწყენილი,კვნესის გიტარის თეთრი სიმები,ცა წვიმისაგან ჩამოწველილიმახურავს თავზე, როგორც იმედი.ჩემთვის ვარ ახლა, ჩემთვის, სრულებით,როგორც ოქროსთან ვიღაც `მეშჩანი~და ჩემი ლექსის სათოფურებისავსეა სევდით და კაეშანით.ეს დღე ჩემია, დღეა პოეტის,კვდება ვიღაცა გზაზე სიცილითდა სული ჩემი, უსათნოესი,სავსეა ლამაზ დღის სიმძიმილით.ათასი ჩიტის შრიალა ფრთებითჩემი მიზანი მიფრინავს ცისკენ,და ამ ჩემს კოლხურ სპილოსფერ ძვლებშიგაბზარულ ტკივილს დევივით ვითმენ.ეცემა მწუხრი კოლხეთის ველზე,ასწლოვან ხეთა ისმის გოდება,დაკარგულ დღეებს ბავშვივით ვეძებდა ჩუმი სევდა კვლავ მეორდება.მე ჩემი სისხლის ყველა წვეთს გაძლევ...ჩემთან ხარ ახლა და უნდა გიძმოდა ლექსებს, როგორც დაუცლელ ვაზნებს,ჩუმ ჭრილობებში ქილებად ვიწყობ.დღეს ასე მოხდა, ვარ მოწყენილი,კვნესის გიტარის თეთრი სიმები,ცა წვიმისაგან ჩამოწველილიმახურავს თავზე, როგორც იმედი.

ჩახავა ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი