↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24066 ნახვა

—
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,უცახცახებდა პატარა მხრები.გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,თავგანწირულად დნებოდა თოვლი.
ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,მაინც ამაყად ეჭირათ თავი.
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიცთრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.
ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,და სტუმრებისთვის უხილავ ცაშიმსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვიდა სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.1965წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი