პოეზია · ლირიკა
* * * "რაც დასახარჯი არსებობს..."
რაც დასახარჯი არსებობს– ვხარჯავ,რაც სანახავი არსებობს–ვნახე.და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.ვერ დავარბიე ჩემში ველური,კანდაშაშრული მზით და მარილით,ვერ მივაჭედე სულს სახელური,რომ გამოაღოს ყველამ კარივითყველა ზეიმზე დავიგვიანე,ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე,არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანიმაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელდა სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.