↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი"

ჭილაძე ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი40785 ნახვა

—
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:სულზე ბორკილად მადევს ასაკიდა მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლადა არა ერთი იმათთაგანი.ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრიდა მაინც - შენი გზის ავაზაკი.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი