პოეზია · ლირიკა
* * * "მეფეებივით ფიქრობენ მთები"
მეფეებივით ფიქრობენ მთები...ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.და აი, ცაში ავედი თითქოსდა ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.