პოეზია · ლირიკა
* * * ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
ალბათ ყველაფერს მოედო ხავსიდა ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.
სამაგიეროდ... სამაგიეროდ,ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი
1958