პოეზია · ლირიკა
* * * ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენსდა მავთულები ნაცრისფერ ცაშიიჭიმებიან და თითქოს გრძნობენრაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,
სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართდა ნებდებიან საყვარელ ხელებსდა ახარჯავენ ერთმანეთს უხვადმას, რაც ისედაც გაქრება მერე.
და სურვილებიც ჩნდებიან ისევდა ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსადდა სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.
მაგრამ ზამთარში ღამდება ადრედა ღამე შუბლით აწვება კარებს,გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებსიანვრის ქარი... და ცივა გარეთ.
და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში.
1959