პოეზია · ლირიკა
* * * "როდესაც ასე ახლოა გრემი.."
როდესაც ასე ახლოა გრემი,მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,რომ დაინახონ ჩემში ან ჩემითრაღაც ახალი, სულმთლად ახალი.
და თუმცა გრემი არის ბებერი,არის დაღლილი და დანგრეული,მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,როგორც საყვარელ ქალის სხეული.
მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებსსახეგაპობილ კედლის ალმურიდა უკვე ვიცი, რად მიყვარს ასევაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.
მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,მე ყველაფერი მგონია ჩემი,როდესაც ასე ახლოა გრემი,როდესაც ასე ახლოა გრემი!