↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხომ ხედავ მერვე ათეულში გადავდგი ფეხი

ჭილაძე ოთარ

2002-09-121 წთ საკითხავი40774 ნახვა

—
ხომ ხედავ, მერვე ათეულში გადავდგი ფეხი,მაგრამ მიზნამდე ჯერ სად არის, ჯერ დიდი გზაა...რა ახლოს ჩანდა და რა შორი აღმოჩნდა ბოლოს,რაც სახელს არქმევს ამქვეყნიური ჩვენს არსებობას.არც მიღწეულით აღტაცება ყოფილა იგი,არც მიღწეულით დაღონება... სამაგიეროდ,ერთი ცხადია: ვერ ავუღეთ ცხოვრებას ალღო,ვერ ჩავწვდით აზრის უაზრობას, სიბრძნის სიბრიყვესდა არც ცხოვრებამ დააყოვნა: როგორც ცოცხალითევზი უსხლტება ბედნიერი ბავშვის მხდალ თითებს,ისე დაგვისხლტა, დაგვეკარგა არყოფნის ზღვაში...ჩვენ კი კვლავ მივდევთ, კვლავ მივტირით და განუწყვეტლივვწუხვართ და ვშფოთავთ, ვიდრე ჩვენზე გამბედავები,თუ გნებავს, ჩვენზე თავხედები, მშვიდად ცხოვრობენ,ანუ ქურდობენ, თაღლითბენ, მრუშობენ, კლავენ...მოკლედ, ყველაფერს კადრულობენ, რომ არ იფიქრონდროზე, რომელიც არ არსებობს, როცა არ გახსოვს.და აი, მერვე ატეული დაიწყო უკვე,დროის დილეგში ჩამწყვდეული ვუცდი სასწაულს,ანუ აღსასრულს, რადგან მხოლოდ აღსასრულია,ჩემს ამქვეყნიურ არსებობას რომ ადასტურებს,დროის დილეგის კარს რომ მიღებს და სამუდამოდმათავისუფლებს ყველაფრისგან... არაფრის გამო.
2005
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი