პოეზია · ლირიკა
* * * "სილაზე იწვა ქალი"
სილაზე იწვა ქალი და კვალი,ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებსმეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრულიდა ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქიგაბრუებული ქაფურის სუნითდა თევზის სუნით და ლაპარაკით.მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენშეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლადა საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,ახლა არავის არ სურდა ცაში.ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,და ერთდროულად ყველა ჩემობდა.და მიმავალი გემების ბოლიცუბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქიგაბრუებული ქაფურის სუნითდა თევზის სუნით და ლაპარაკით.