პოეზია · ლირიკა
რთველი ძველ საქართველოში
ქვერვრსა ნუ გაეხურებინამეტურ თაღარისას.ხ ა ლ ხ უ რ ი
რთვლობისას შემოგვესტურმაერთი გაღმელი სტუმარი,ენაყბედი და ავყია,დღემუდამ გაუჩუმარი...
ღვინო მოგვთხოვა დავუსხით,კარგი და ძველი ღვინისა,დალიოს, არ გვენანება,ღვინო თავია ლხინისა.
დაცლილი ქვევრი ბანს ამბობს,სავსე ბუტბუტებს: დამცალეთ...დამცალეთ, ლხენით აგავსებთ,დამცალეთ, თქვენ გენაცვალეთ!
აგვიყოლია, აბორგდა,საკმარი აღარ იკამარა,ეს რა ყოფილა, სცლის და სცლის,ვინ იცის, იქნებ იპარავს?
იქნებ იპარავს, ჩოხის ქვეშიქნებ ჰკიდია ტიკჭორა?ღვინით სავსეა, მაინც სვამს,სვამს და ხველებით იხრჩობა...
დანახვის ხატი, მასხარა,მარადს სხვათა მბაძავი,თამადას უცვლის, სხვას არა,სხვას ყანწის დაცლას ასწავლის.
განჯინებისკნე მიიწევს,ასტეხს ჯამების ჯახებსა,შრომით მოქანცულ ვაჟკაცებსუტევს და ეტრაბახება.
თვალთა ბრიალით უსმენენქვევრებთან მსხდომი დევები.ვაზებქვეშ დაბადებულნი,ქვევრებთან ღამისმთევლები.
შუბლშეკვრით სცლიან, უთმენენ,თვალს არიდებენ ავყიას,იციან, გაილახება:ჯავრს იყრის ქვევრი თავღია!
მოთმენით ქვევრი კი არა,ზოგჯერ ფიალაც ივსება:ერთს დაიქუხებს თაღარი,გული რომ გაუსივდება -
ქართული ლხინის შერცხვენასვეღარ მოითმენს, ვეღარა,მარნის კუთხეში მიაგდებსჭირვეულსა და მკვეხარას!...
მაშინ კი თავებს ასწევენმოწყენით მსხდომი დევები,ვაზებქვეშ დაბადებულნი,ქვევრებთან ღამისმთევლები.
ყურს მიუგდებენ წაქცეულს,ხელს უჩრდილებენ თვალებზე,დიდი საბანი არ უნდა,თიკნის ტყავს მიაფარებენ!
ჯამებს ასწევენ, იტყვიან:"ახლა სიზმარში გვედაოს,ამაოდ შემოგველეწა,როგორც ჩინჩხვარი დედაბოძს".
პურს ჩააწობენ ღვინოში,ანდერძს უგებენ ტრაბახას:"ღმერთო ძლიერო, შეუნდე,იმქვეყნად გყავდეს ამაღამ.
ხვალ დაგვიბრუნე იმ ქვეყნით,იმ კვეხნით, ჩვენი ქონდარა,ქვევრსაც შეუნდე, ქვევრს მასთანსადაო არა ჰქონდა რა!"
თიკნის ტყავის ქვეს ქონდარაბორგავს, იხრჩობა ხველებით,რთველობა გრძელდება, ბადაგიგადმოქუხს საწნახელებით.
1939 წ.თვალადი.