პოეზია · ლირიკა
ჩემო პატარა
ჩემო პატარა,შენ ახლა გძინავს,ჩემი გული კი შენს ხილვას ნატრობს;მოდი სიზმრებშიდავიდოთ ბინა,რადგან ვერ გავძლებ ამაღამ მარტო.
მალე ბათუმშიწამოვა წვიმა,და მტირალაზეც ფიფქები დათოვს;ჩვენ კი შევხვდებითდა როგორც წინათგზას დავადგებით საოცრად ფართოს...
ბარათაშვილზედუქანი ხვრინავს,ბარბარესთან კი სურნელი მათრობსბალახბულახისდა კატერინასღვთისმშობელამდე ვაწონებ ბათომს...
ჩემო პატარა,შენ ახლა გძინავს,მე კი ოცნებავ, უსაზღვროდ გნატრობ;მოდი ქუჩებშიდავიდოთ ბინამე და ბათუმი ვერ გავძლებთ მარტო!