პოეზია · ლირიკა
მახსოვს
(მოგონება თბილისური სუფრიდან. გვმასპინძლობდა გიო საჯაია)
მახსოვს უცხო თვალები, იმ სუფრაზე, უგონოდრომ დავთვერი დალოცვილ ღვინის მცირე ყლუპებით;მშვიდი იყო საღამო, სიცივე კი უღონო,და ვფიქრობდი რატომღაც: “ - ალბათ დავიღუპები”.
მერე სუფრა გახურდა, ჭიქას მოჰყვა ჭიქები,შეგვეცვალა გუნება და სახეზე შევფაკლდით;გაგვეღვიძა ვაჟკაცებს სულში ტრფობის ჯიქებიდა გადაშლილ გულებით სრულ ძმობაზე შევთანხმდით.
იმ დღეს სუფრას არ აკლდა მანდილოსნის სურნელიც,თმების ჩუმი შრიალი არემარეს ათბობდა;წყლის უნაზეს ჩხრიალზე მიხვდებოდა სულელიც,რომ „წისქვილში“ ვიჯექით და ხმაური გვართობდა.…
მე კი დამრჩა თვალები, იმ სუფრიდან, უგონოდრომ დავშორდი ყველას და ისევ ღვინის ყლუპებით;ხვალ ბახუსი მომკლავს და დარჩენილი უღონოდ,ვიფიქრე და მივხვდი რომ მართლა დავიღუპები.