↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაგდალინას!

ბოლქვაძე ფირუზ

2026-07-181 წთ საკითხავი950 ნახვა

—
მე მამა გავხდი და შენ ჩემი შვილიკო,მოდი და პატარავ სამყარო შევცვალოთ,წარსულში დავტოვოთ მონებად ვინც იყო,ამ ქვეყნის მტრები კი ჭკუიდან შევშალოთ!
გვართმევენ სამშობლოს – წარსულში ვინც იყო,ისევ ის ძირს გვითხრის უნდა რომ შეგვცვალოს,და ამ ჟამს შენ ჩემო ლამაზო შვილიკო,მე გაგზრდი ისეთს რომ ფერი არ გეცვალოს..
შენ მოხველ და მე კი სამშობლოს გახვედრებ,გაგლეჯილს, ნატანჯს და რუსისგან ნაწვალებს,მაგრამ მე ვფიცავ რომ მშობლიურ ამ ხედებს,ერთიანს ვაჩვენებ კრიალა მაგ თვალებს!
გვებრძოდნენ და ჩვენ კი ათასჯერ ნახვედრებტყვია და ხანჯალში ვფანტავდით ნაცარებს,შვილიკო გაგლეჯილ სამშობლოს გახვედრებთ,მაგრამ ხვალ ზეიმი შეგვიცვლის ამ წამებს!
ბოლქვაძე ფირუზ

ბოლქვაძე ფირუზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი