↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაბოდვარი

ბოლქვაძე ფირუზ

2026-07-181 წთ საკითხავი949 ნახვა

—
ახლა რასაც დავწერ არის ნაბოდვარი- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,მაგრამ როცა დგება ღამე ნაბოსვარიმტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს!
მერე მთელი ღამე ვფიქრობ ვარსკვლავებზე,ვფიქრობ ზეცაზე და ზოგჯერ საკურაზეც,ვფიქრობ ლოთობაზეც – ნეტა ვანსხვავებდე,ყურძენს საარყოს და ატამს სამურაბეს...
ვფიქრობ გაზაფხულმა როგორ ჩამიარა,როგორ ვერ გავიგე მისი სურნელება,და გონს რომ მოვიდე ალბათ წამი არა,წელიც არ მეყოფა... გამასულელებდა
ღამე, რომ არ იყოს კიდევ ერთი ფიქრი –ფიქრი ზეცას თავი როგორ დავაღწიო,სადღაც, ვიღაც ალბათ რაღაც გრძნობით მიჰქრისდა მსურს ჩემი გულიც იმას დავაწიო...
მტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს,როცა ჩამოდგება ღამე ნაბოსვარი,- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,ახლა რაც დავწერე არის ნაბოდვარი...
ბოლქვაძე ფირუზ

ბოლქვაძე ფირუზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი