↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადღეგრძელო

ხარანაული გოჩა

2006-08-121 წთ საკითხავი803 ნახვა

—
გალაკტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალას!ქართულ ძუძუს! ქართულ ბაგეს! ქართულ თავის ქალას!გაუმარჯოს ქართულ მხარ-მკლავს, იმათ ბრძოლით მოღლას!ქართულ სიტყვას! ქართულ სუფრას! ლეონიძე გოგლას!გაუმარჯოს ქართულ ზეცას და ვარსკვლავებს უთვლელს!უფლის შეგირდს გაუმარჯოს _ გასაოცარ რუსთველს!გაუმარჯოს ქართულ ანბანს, ზღვათა შესაკრებელს!კავკასიონს გაუმარჯოს, ქართველივით ბებერს!და სიკვდილსაც გაუმარჯოს _ სიცოცხლეთა მიზანს!მარადიულ სიჭაბუკეს, გაუმარჯოს მირზას!ვინც გული ალმოდებული მამულის ფერხთ დადო,დევს შეება ასთავიანს _ გაუმარჯოს ლადოს!გაუმარჯოს ქართულ გუთანს, ქართულ ქედს და მაჯას,რაზიკაშვილს გაუმარჯოს _ სულცისკრიან ვაჟას!!!ქართველ დედას გაუმარჯოს!და ნატერფალს მისას!ხუთკუნჭულას, ხარს წიქარას, გულთამხილველ მისანს!დაიჩოქეთ!წინაპრები სათათბიროდ სხედან!დედამიწა არ ეღირსოსსაქართველოს ცხედარს!!!

ხარანაული გოჩა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი