↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კიკოლა მეარღნის ნამღერი სიონის ტაძართან

ხარანაული გოჩა

2006-08-121 წთ საკითხავი804 ნახვა

—
მე ვითხოვ რაც მეკუთვნის, პურს ვითხოვ და მარილს,ბოლო-ბოლო კაცი ვარ და ხატი ვარ მამის!ჯორს ვერ ვიტყვი ულაყად, ყვავს ვერ ვიტყვი გედად,ქალი მინდა ქალობდეს, დედა ჰგავდეს დედას!კაცი მინდა კაცობდეს, ბალახს არა ძოვდეს,აგვისტოში ცხელოდეს, დეკემბერში თოვდეს!შვილი მამის კვალს მიჰყვეს, სული ჰქონდეს სუფთა,ერთმანეთით ხარობდნენ, სუფრა იყოს სულ ფრთა!დაუთმენლის დათმენით, არა ეშმას ლოშნით,ზეიმობდეს ქართველი თავის სამშობლოთი!აღარც ხარი წიქარა, არც ზღაპრული რაში,მე არ მინდა სიცოცხლე ასეთ ქვეყანაში!!!

ხარანაული გოჩა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი