პოეზია · ლირიკა
*** "აი"
სასიკვდილოდ მახველებს,ვეღარ ვიტან მნახველებს,თან სიბრიყვით მახელებს,მამული რომ ჰქვია!არ ჩამოვთვლი სახედრებს,და არც იმათ სახელებს,მე რომ გამინაღველესჩემი `აი ია”!აი ია, აი წინდა, აი ხარი, აი ქარი,საქართველო აღარ მინდა!საქართველო აღარ არი!აი ლელო, აი მდელო, აი ხნული, აი წნული,გულად მექცა საქართველო!საქართველოდ მექცა გული!აი ფიფქი, აი თოვა, აი თოკი განზრახული,ზამთრის შემდეგ ვიცი მოვა,ფეხშიშველა გაზაფხული!აი ლაზი, აი კოლხი, აი ქართლი, აი ტაო!მოიარე მუხლზე ხოხვით, ჩემო უსინდისო თაო!აი ზეცა, აი მთვარე, აი მიწა, აი ჭური,ვერაფრით ვერ დავამთავრეჩემი ჯიშის სამსახური!!!