პოეზია · ლირიკა
ო, მაპატიეთ
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…და, როგორც კარტში აგურის ქალებსგქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,მაგრამ დღეები, როგორც ქურდებიჩემს შეპირებას ანადგურებენ.და სადმე ტყვია თუ გააციებსგულს საშინელი განადგურებით,თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,დანაშაული არდაბრუნების.1942