პოეზია · ლირიკა
ნუ მწერ
თ.მ. . . .ს
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,რომ საქართველო ამ გაზაფხულში,როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანსდა საშინელი ბრძოლების ნისლშიმე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკანაელვებული იდგა თბილისი.ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარიფერებით ყვავის თბილისი ახლა,რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამითდა დილისათვის ამწვანებს ნახნავს.მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებსმოაქვთ გულების საამო ფეთქვადა თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახულიდა სიკვდილამდის შენთან დავრჩები,რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
1943