პოეზია · ლირიკა
*** "ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,"
ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,ჩიტები ცაში აირევიან.ბალახში ვწევარ,ბალახი ღელავს,მზეა... სითბოა... ყვავილებია...
თითქოს ვიპოვე შვილმა მშობელი,თითქოს ვიპოვე შვილი მშობელმა...ბალახში ვწევარ,ბალახი ღელავსდა სადღაც მღერის ჭრიჭინობელა.1954წ