↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები"

ჭილაძე ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი40778 ნახვა

—
აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!უკვე მესამედ ყივის მამალიდა ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,შენგან წასული და ბრმად მავალი.
ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,გზა არსაიდან არსაით მიდის.და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში -მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.
ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი,რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს,რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი,გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.
მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზევერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე,სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი