პოეზია · ლირიკა
„ქართლის ცხოვრება“
კვლავ ასძვრა სარკმელს წყვდიადის ლუქი.კვლავ აიბურძგნა ჰაერი ლურჯადდა კვლავ აივსო გონება შუქით,ვით გამოხსნილი ბოლომდე უჯრა.
და, გსურს თუ არა, კვლავ უნდა ადგე,პირზე კვლავ უნდა შეისხა წყალიდა კვლავაც სცადო, რაც ბევრჯერ სცადე,რათა დატოვო ან მოსპო კვალი.
კვლავაც მრავალჯერ უნდა ჩაეშვანიაგნის იდუმალ ფსკერზე ლოდივით,რათა წაართვა თავი კაეშანსდა გაუმართლო სულს მოლოდინი.
1977