პოეზია · ლირიკა
*** "ჩემი აივნის ქვის მოაჯირზე"
ჩემი აივნის ქვის მოაჯირზეგადაწოლილა ტოტი სუროსი,მწვანე გველივით.
ხოლო ქვესკნელის სახურავივით,ზღვა ბრწყინავს მზეზე.
მე კი ოთახში უძრავად ვდგავარ,ვით მეძებარი ძაღლი მინდორში:თითქოს მომესმა, ან დავინახე,ანდა ვიგრძენი რაღაც ნაცნობი...
მთვრალი, ჯიუტი და ბრაზიანი –ირგვლივ ზუზუნით მივლის ფუტკარიდა დრო და სივრცე ჩემი კუთვნილი,თანდათან მიწოვს როგორც ჭაობი.1968წ