↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩემი მზისა და სიზმრების მხარე"

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25559 ნახვა

—
ჩემი მზისა და სიზმრების მხარემე მიბრუნდება ჩუმად და ნელა,როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,როდესაც ცივა, როდესაც ბნელა.
როდესაც ცივა, როდესაც ბნელა,როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,ჩემს თვალში ფასი ეწევა მელანსდა საგანგებოდ ჩაკეტილ კარებს.
ჯანდაბას იქით წყეული წიგნი,ვის რაში უნდა, რაც დღემდე უთქვამთ.მე მინდა ჩემი სუნთქვა და ფიქრიიქცეს შენს ფიქრად, იქცეს შენს სუნთქვად.
როდესაც შორს ხარ, როდესაც ცივადა ირგვლივ, როგორც უჯრაში ბნელა,თითქოს მავთულსაც სტკივა და წივის,თითქოს სარკმელსაც სტკივა და ელავს.1958წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი