↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმს

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17538 ნახვა

—
წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.
წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).
წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.
წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია...ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი