პოეზია · ლირიკა
წერილი ბოთლში
გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებშიმთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.
გსმენია რამე ტროვანტებზე? - ჩემი ბავშვობისსახლს ერტყა ბაღი, იშვიათი, რომელშიც ნაცვლადმცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები,ასეთ წვიმებში, მკვლელ დღეებში, ნამდვილ ამბებში...და მეც ამ ქვებში ვიზრდებოდი და მე ამ ქვებთანვთამაშობდი და ამ ქვებისგან ვსწავლობდი დუმილს.და მე ვიყავი საკუთარი თავის წარსული,ამ ბაღში, სადაც საკუთარი თავის მომავალსვზელდი მიწისგან, საკუთარი თავის ღმერთივით,და სილა ქვიშად გადაიქცა და ქვიშა - კენჭად,და კენჭი - ღორღად, ღორღი - ჭოჭყად და ჭოჭყი - ხვინჭადდა ხვინჭა - რიყედ, რიყე - ლოდად, ლოდი - ბალავრად,რომელზეც სახლი ააშენეს, ჩემი ბავშვობის,რომელსაც დიდი ბაღი ერტყა, რომელშიც ნაცვლადმცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები.
გამოუვალი დღეებია. ასეთ წვიმებში,ცარიელ ბოთლში ამბავს ვაგდებ და ბოთლს ფანჯრიდან,ზღვაში კი არა, ვისვრი იმისიმისიქითში.